პოლიტიკა

პარლამენტის შენობასთან 9 ივლისს დაგეგმილი აქცია გაუქმებულია

Nusagi

თბილისში 9 ივლისს დაგეგმილი აქცია პარლამენტის შენობასთან გაუქმებულია. აქციის ორგანიზატორები საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ჯვრის აღების მოთხოვნით უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, აქციის გაუქმება გადაწყვიტეს.

მათი თქმით, მოწინააღმდეგე მხარე აპირებდა აქციამდე ნახევარი საათით ადრე პარლამენტთან მისვლას და შეკრებისთვის ხელის შეშლას. 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათ არ აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო ეფექტურად დაიცავს მათ დაპირისპირების შემთხვევაში, თუმცა აქციის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ უკანონოდ აღმართული რელიგიური სიმბოლიკის მოხსნის მოთხოვნას აუქმებენ.

პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: