პოლიტიკა

პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შეარჩია

Nusagi

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.

როგორც „საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

„კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის ორი კანდიდატი წარედგინა – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. რაც შეეხება პროფესიულ წევრებს, კომისიის მიერ შერჩეულები არიან: ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ახლა პრეზიდენტმა 3 დღის ვადაში უნდა გადასცეს პარლამენტს 4კანდიდატურა ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. შემდგომ უკვე პარლამენტმა უნდა განიხილოს ერთი კვირის ვადაში და გადაწყვიტოს ეს საკითხი. პრეზიდენტს უფლება აქვს პარლამენტს თითო ვაკანსიაზე 2 პირი მაინც შესთავაზოს.

კომისიის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან პრეზიდენტი ან ორივეს წარუდგენს პარლამენტს, ან უარს იტყვის წარდგენაზე. რაც შეეხება წევრებს, წარდგენილი 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს შეუძლია მაქსიმუმ 4 წარუდგინოს პარლამენტს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს, ხოლო გიორგი სანტურიანი იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: