პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო

Nusagi

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებიდან პირდაპირ იკვეთება არაავთენტური და კოორდინირებული ქცევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მუშაობა გუშინ დაასრულა და ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის წესი შეათანხმეს და მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომელიც მათივე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო. ეს არათუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. ნულოვან სტანდარტს ქვემოთ არსებული სტანდარტია, როცა კონკურსში იმ ორ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.

პირდაპირ ჩანს, რომ ეს მათი მხრიდან კოორდინირებული და შეთანხმებული ქცევა იყო, რაც იმედგაცრუებას იწვევს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები თითქოს იმის მოდარაჯეები არიან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ თავად ყოველგვარ სტანდარტს მიღმა მოქმედებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გვესმოდა, რომ კომისიას შესაძლოა, კანდიდატები საერთოდ ვერ შეერჩია, რაც მოქმედი კანონით იმას ნიშნავს, თუ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები ვერ შეირჩეოდა, პირველი აგვისტოდან ცესკო-ს პარტიული ნაწილი დაკომპლექტდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვეყოლებოდა ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო და შედეგად, ცესკო-ში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა, ეს ამ საქმეში ყველაზე აღმაშფოთებელია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესიდასრულდა. 11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი შეირჩა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: