პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან

Nusagi

„როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთს, ხოლო წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

მისივე შეფასებით, უკვე იკვეთება მომავალი არჩევნების დისკრედიტირების ღია მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის პრეცედენტი.

„ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ მისცეს ხმა და ამით შეეცადნენ ჩაეშალათ კონკურსი. ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არ არჩევა რეფორმირებული კანონმდებლობით კი გამოიწვევს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, რომელშიც ოპოზიციას ექნებოდა უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე. ამგვარი კოორდინირებული ქცევა და, როგორც უკვე იკვეთება, მათი მხრიდან კანდიდატების მიმართ რეპუტაციის შემლახავი კამპანიის წამოწყება, არის ამ ორგანიზაციების მხრიდან მომავალი არჩევნების დისკრედიტირების ღია მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სამწუხარო პრეცედენტი“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,601 ნახვა
%d bloggers like this: