ჯანდაცვა

ჯანმოში აცხადებენ, რომ ჯერ გაურკვეველია, საჭიროა თუ არა ვაქცინების მესამე დოზა ვირუსის წინააღმდეგ დაცვის შესანარჩუნებლად

Nusagi

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ გაურკვეველია, საჭიროა თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზა ვირუსის წინააღმდეგ დაცვის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ არ ვიცით, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზები COVID-19-სგან დაცვის შესანარჩუნებლად, სანამ არ შეგროვდება დამატებითი მონაცემები, მაგრამ ეს საკითხი მკვლევრების მიერ განიხილება. შეზღუდული მონაცემები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გრძელდება დაცვა ვაქცინის დოზებისაგან და იქნება თუ არა დამატებითი გამაძლიერებელი დოზა სასარგებლო და ვისთვის იქნება ის სასარგებლო“, – განუცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს.

კომპანია Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაციიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფიცირების რისკი კვლავ იზრდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში (CDC) განაცხადეს, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა აღარ სჭირდებათ.

„Pfizer-ის ვაქცინა ძალიან აქტიურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ, რეინფიცირების რისკი ჩნდება, რადგან ანტისხეულები სუსტდება“, – განაცხადა Pfizer-ის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიკაელ დოლსტენმა.

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: