პოლიტიკა

გიორგი გახარია- ვიღაც რაღაცას დამიძახებს, ამაზე რეაქცია არ მექნება

Nusagi

ვიღაც რაღაცას დამიძახებს, ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს – არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი  მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მათი გუნდის ახალგაზრდა წევრები მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადი ან პარტიული ინტერესები.

„მე ამას საერთოდ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. ნული იქნება რეაქცია. მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქცია არ გვექნება. როგორც ხედავთ, ჩვენს გეგმას მივყვებით – მათ შორის ახალგაზრდების გუნდით, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. შეხედეთ – ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადი ან პარტიული ინტერესები. რაც შეეხება იმას, ვიღაცა რაღაცას დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს – არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება”, – აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, წარსულზე არასდროს ჭორაობს, რადგან მისი პარტია მომავლისკენ იხედება.

„მე ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე, ჩემი პრემიერობის თუ წინა თანამდებობების პირობებში, საერთოდ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენ ბევრი რამ გაგვიკეთებია კიდეც და შეცდომებიც დაგვიშვია. მაგრამ მე პირდაპირ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ვერავინ იპოვის ასეთ შემთხვევას. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დღევანდელ დღესთან და ჩვენს მომავალთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ იქნებოდა მწვავედ კრიტიკული, რადგან მომავალზე ვხედავთ ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას. ისიც ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ვინ რას ჭორაობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რაღაც სახელებს დამარქმევენ – მოღალატე, შუბლი, მიშასთან კავშირი და კიდევ რაღაც სისულელეები – ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ორ რაღაცას, პირველი, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვები ჩვენ როგორც კარგზე კარგის და პრობლემურზე და ცუდზე ცუდის თქმის არა გვაქვს და მეორე – ჩვენ ვართ და ვიქნებით მომავალზე და ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ამაში თუ ვინმე შეგვეჯიბრება, აგერ ვართ“, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: