უცხოური მედია

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს

Nusagi

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ავღანეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ამასთანავე ავღანეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „თალიბანის“ განცხადება, თითქოს მათ ავღანეთის ტერიტორიის 85% დაიკავეს, პროპაგანდისტული ხრიკია. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ქაბული ადასტურებს, რომ „თალიბებმა“ ბოლო დროს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს და რამდენიმე სტრატეგიული ადგილი დაიკავეს, კერძოდ ესენია დასახლებული პუნქტები ტაჯიკეთის და ირანის საზღვართან.

სტრატეგიული ტერიტორიების გარდა თალიბებმა წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები დაიკავეს, რაც მათ დამატებით ფინანსურ რესურსებს გაუჩენს. ამჟამად ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ მიერ დაკავებული რაიონების დაბრუნებას გეგმავს, თუმცა რამდენად გამოუვა ეს ოფიციალურ ქაბულს, უცნობია.

მოძრაობა „თალიბანმა” შეტევა მას შემდეგ წამოიწყო, რაც აშშ-ის და ნატო-ს ჯარებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. ექსპერტები შიშობენ, რომ თალიბები მთელი ავღანეთის დაკავებას შეეცდებიან და ხელისუფლებაში მოსვლა აქვთ დაგეგმილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,605 ნახვა
%d bloggers like this: