მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 1364 შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 883 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 364 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 376 200-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.07%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504 საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 019, აჭარაში – 160, იმერეთში – 404.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 366, აჭარაში – 40, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 4, იმერეთში – 10.

909 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 700 – თბილისში, 204- აჭარაში.

8 231 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 936 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 809, პირი, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 045.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: