Uncategorized

„ქართულმა დრონმა ჩვენი საზღვარი დაარღვია“ – ცხინვალი

Nusagi

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ქართული პოლიციის უპილოტო საფრენმა აპარატმა ე.წ. საზღვარი დაარღვია და ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრით შეაღწია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

დე ფაქტო უწყებაში ამ ფაქტს თბილისი მიერ დაძაბულობის ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. „ზნაურის რაიონის სოფელ ისაკაუს მახლობლად საქართველოს პოლიციამ უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 60 მეტრით შეფრინდა. ქართული პოლიციის გარდა იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ“, – განაცხადეს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ „ცხელი ხაზის“ არსებობის მიუხედავად, ქართული მხარე ცხინვალს „საზღვრის“ მახლობლად ავიაციის და დრონების გამოყენების შესახებ წინასწარ არ ატყობინებს, რითაც საქართველოს მიერ პროვოკაციულ ქმედებებს ხელს უწყობენ და დაძაბულობის ესკალაციას განაგრძობენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: