უცხოური მედია

ჩვენ არ ვართ ტერორისტები- თალიბებმა მოსკოვში პრესკონფერენცია ჩაატარეს

Nusagi

მოძრაობა „თალიბანი“ რუსეთში ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ 2018 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის წარმომადგენლები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში მოლაპარაკებებზე. ამჯერად მათ პრესისთვის პირველი ღია პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც აღნიშნეს, რომ ისინი ტერორისტები არ არიან და ავღანეთის არმია შეტევაზე თავად გადადის.

სასტუმრო „უკრაინაში“ ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდნენ თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენლები. ორი მათგანი უკვე 20 წელია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციათა სიაშია. პრესკონფერენციის მთავარი გზავნილი იყო- „ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენთან მოლაპარაკება შესაძლებელია“.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ავღანეთის ტერიტორიის 85 % -ს უკვე თალიბები აკონტროლებენ.

„ხელისუფლებისკენ არ მივილტვით, მაგრამ სახელმწიფოს ისლამური სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ავაშენებთ. ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია ემირატების ფორმის სახელმწიფო. მსოფლიო საზოგადოება ჩვენგან ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვს, ასევე ქალთა უფლებების დაცვას. ჩვენ შეგვიძლია ამის გარანტია მივცეთ“,-განაცხადა თალიბმა სპიკერმა.

მისივე თქმით, აშშ-მ დაარღვია მოლაპარაკების პუნქტები, რომელთაგან ერთ-ერთია- დაკავებული თალიბების გათავისუფლება და თალიბანის წევრების სანქციათა სიებიდან ამოღება.

თავის მხრივ, თალიბები პირობას დებენ, რომ თავს არ დაესხმიან სხვა ქვეყნებს და სხვებსაც არ მისცემენ ამის საშუალებას, მაგალითად,  ISIS-ს, რომელსაც ისინი თავად ებრძვიან.

ცნობისთვის, 9 ივლისს თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქს, ყანდაღარს შეუტია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავღანეთის არმიის ოფიცრებს ქალაქიდან გაყავთ ოჯახები. ტერორისტები პოზიციებს ამაგრებენ საზღვრებზეც. რადიკალებმა დაიპყრეს სასაზღვრო პუნქტები ირანთან და თურქმენეთთან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: