სოციალური ქსელები და მედია

ახლა იწყება თქვენი პასუხისმგებლობის დაყენება

Nusagi

დარდისგან რომ გამისკდეს გული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ხალხნო! ძვალი აქვს გატეხილი თუ რა, ადამიანს ღირსება შეელახა, ღირსება იცით თქვენ რა არის? სახლში რომ ხარ და კადრებში ნახავ, როგორ გცემენ, ეს არის ღირსება,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტვ-პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას  გარდაცვალებას.

ინგა გრიგოლიას თქმით, როდესაც ღამე გახსენდება ხელისუფლებისგან და საპატრიარქოსგან წახალისებული ველურები როგორ გირტყამენ, ესაა ღირსება.

„და გული რომ გაგისკდეს ამ დროს, ექსპერტიზამ რა უნდა თქვას, სისხლძარღვების პრობლემა იყოო? მე ვუსამძიმრებ ქართულ მედიას, თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს კლავენ. მაპატიეთ, ჩემს ცხოვრებაში, ეთერში ასეთი უკონტროლო მე არ ვყოფილვარ. არაფერი შეგეშალოთ, აი ახლა იწყება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ ტვ-პირველის ეთერში. 

ჟურნალისტის თქმით, მკვდარ ლექსოს პირობას აძლევს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმ პირთა პასუხისმგებლობის დასაყენებლად, ვინც ძალადობის უკან იდგა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,601 ნახვა
%d bloggers like this: