პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას

Nusagi

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი „ტვ პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, გამოძიების შედეგად სიმართლე გაირკვევა.

„მწუხარებას გამოვთქვამ “ტვ პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას.

დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას.

ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – წერს ზალკალიანი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: