პოლიტიკა

ეკა მიშველაძე- არანაირ პრესკონფერენციას და ექსპერტიზას არ გავაშუქებთ

Nusagi

“მადლობა ყველას, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს. და არანაირ პრესკონფერენციას და ექსპერტიზას აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას, თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერ გააკეთა ვერავინ 9 წლის განმავლობაში, იმას გავაკეთებთ. თქვენ ნახავთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის მეტი არაფერი მიგვიღია. მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ადექით და მოკალით. ამას ვერ “გააპრავებთ”,-ამის შესახებ ტვ-პირველის წამყვანმა, ეკა მიშველაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეს. ღარიბაშვილი, გეყოს ძალა. ახალგაზრდა კაცი ხარ და თუ გინდა, რომ გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო, და წადი. და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ღმერთის სახელით, თქვენ თვითონ გაყარეთ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ, აღარ გამოხვიდეთ. სამარცხვინოები ხართ”, – ესაა ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გამოსვლა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მედია და საზოგადოება ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბა მოთხოვნით – გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

როგორც ემუქრებოდით სხვებს, ახლა მიიღეთ ჩვენგან ეს მუქარა და ნახეთ, როგორია მუქარა, – თქვა ეკა მიშველაძემ გამოსვლის დასასრულს ხელისუფლების მისამართით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: