სოციალური ქსელები და მედია

ვახო სანაიამ ღარიბაშვილი არალეგიტიმურ პრემიერად გამოაცხადა და ბიძინა ივანიშვილს წასასვლელად დრო დილამდე მისცა

Nusagi

გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა,-ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

სანაიამ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, წავიდეს და მას დრო დილამდე მისცა. ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან ღარიბაშვილი აღარ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალების მიერ, რომელთანაც შეთამაშებული არიან საპატრიარქო და საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ არ ვართ მხოლოდ 53-ნი, რომლებსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით. ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ არ გვეშინია თქვენი, არ გავჩერდებით. ბიძინა ივანიშვილო, დილამდე გაქვს დრო. ღარიბაშვილი დღეიდან არ არის პრემიერ-მინისტრი. ის არის არალეგიტიმური პრემიერმინისტრი და უნდა გადადგეს“,-განაცხადა სანაიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,650 ნახვა
%d bloggers like this: