პოლიტიკა

თემა „სისხლიანი 9 წელი“ ბევრმა ფინთი გოიმივით ჭამა, ყვე­ლამ გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ

Nusagi

მე­გობ­რე­ბო, ბო­ლომ­დე უნდა დავ­დგეთ, მეც თქვენ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე დავ­დგე­ბი, არაფ­რად არ მი­ღირს სი­ცო­ცხლე თუ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იარ­სებს და თუ ასე დაგ­ვი­ხო­ცა­ვენ სა­თი­თა­ოდ ადა­მი­ა­ნებს, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილმა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა ვი­დეომი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, ახლა, ან გა­იღ­ვი­ძებს სა­ქარ­თვე­ლო, ან გაქ­რე­ბა.

„ლექ­სოს სიკ­ვდილ­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბა – სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­და­პირ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო მო­ე­და­ნი რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის და ფინ­თი გო­ი­მე­ბი­ვით აგ­დე­ბენ ხან ერთ ჯგუფს მო­სახ­ლე­ო­ბის, ხან მე­ო­რე ჯგუფს. ეს თე­მე­ბი, რომ ევ­რო­პა არის გარ­ყვნი­ლე­ბა და უბე­დუ­რე­ბა – სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე, ის თე­მე­ბი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამის პრო­პა­გან­დი­რე­ბას ახ­დე­ნენ – ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აშუ­ქე­ბენ იმას, რაც არის, ის თე­მე­ბი,რომ ის სის­ხლი­ა­ნი ცხრა წელი, რო­მე­ლიც ასე­ვე ფინ­თი გო­ი­ო­მე­ბი­ვით ჭა­მეთ ძა­ლი­ან ბევ­რმა – ეს ყვე­ლა­ფე­რი ნუთუ ვერ ხვდე­ბით, რომ არის ის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ამ­დე­ნი წელი ხმა­რო­ბენ, ამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში.

პუ­ტინ­მა პი­რა­დად გა­მო­ა­ცხა­და, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის მათი მთა­ვა­რი ია­რა­ღი და სამ­წუ­ხა­როდ, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა მე ვარ ამ ეკ­ლე­სი­ის შვი­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი მა­მაო გვყავს, პირ­და­პირ ჰყავთ აგენ­ტუ­რა.

ან სა­ქარ­თვე­ლო გა­იღ­ვი­ძებს, ან სა­ქარ­თვე­ლო რო­გორც ქვე­ყა­ნა გაქ­რე­ბა. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა ჩემს, ჩვენს მომ­ხრეს, დად­გეთ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის და ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ირ­გვლივ. იმი­ტომ, რომ ის რაც და­ე­მარ­თა ლექ­სოს, ეს შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­მარ­თოს თი­თო­ე­ულს. მე­გობ­რე­ბო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვართ გა­დაყ­ვა­ნი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟიმ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს იმას, რა­საც იყე­ნებს ბევრ სხვა ქვე­ყა­ან­ში და ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მა­ტე­ბით რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყე­ნებს. ყვე­ლამ გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ და ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ჭი­რო­ებს გა­დარ­ჩე­ნას იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნიც აღარ იქ­ნე­ბა მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლი, ან გა­იქ­ცე­ვა ქვეყ­ნი­დან ან ყვე­ლას და­ხო­ცა­ვენ. მე­გობ­რე­ბო ბო­ლომ­დე უნდა დავ­დგეთ, მეც თქვენ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე დავ­დგე­ბი, არაფ­რად არ მი­ღირს სი­ცო­ცხლე თუ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იარ­სებს და თუ ასე დაგ­ვი­ხო­ცა­ვენ სა­თი­თა­ოდ ადა­მი­ა­ნებს, აბა თქვენ იცით, თქვე­ნი იმე­დი მაქვს“, – აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: