პოლიტიკა

ინგა გრიგოლია- არ გავაშუქებ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა, მოხსენით პრემიერ-მინისტრი!

Nusagi

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები tv-პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებასა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

„მინდა, ლექსოს მივცე პირობა, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. არ გავაშუქებ არაფერს ლექსოს სიკვდილის გარდა. ლექსო, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. პროფესიულ საქმიანობას შეწირულ ჩვენს კოლეგას ტაში დავუკრათ, ამ ნაძირლებს, ვინც ეს ჩაიდინეს, ვაჩვენოთ, რამდენი ვართ. ყველაფერი გაგვიბედეთ, რაც შეგეძლოთ, რომ გაგებედათ. დღეს დაბნელდა ჩემთვის, ხალხნო. თუ ამ ქვეყანაზე ოდნავ მაინც გული შესტკივა ვინმეს ამ მთავრობაში, დაგვანახეთ, მოხსენით პრემიერ-მინისტრი, აგებინეთ პასუხი ყველას“, – განაცხადა „ტვ პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: