პოლიტიკა

„ლელო“ – მოვითხოვთ ფაქტზე უსწრაფეს და სამართლიან გამოძიებას

Nusagi

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

პარტიას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მოვლენები, რის გაშუქებასაც ლექსო შეეწირა რუსული სცენარის ნაწილია საქართველოში, რომლის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება და სახელმწიფოს ჩამოშლაა. ამ სცენარს ჰყავს ბრმა შემსრულებლები, მაგრამ სამწუხაროდ, ჰყავს დამკვეთები და დამგეგმავები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე თამაში ხელისუფლების მორიგი წინასაარჩევნო ავანტიურაა, რასაც კონკრეტული ადამიანები სახელმწიფოს ინტერესები ეწირება.

მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა ურთულეს ვითარებაში წამქეზებლის როლი შეასრულა და შსს-მ ვერ ან არ იმოქმედა ძალადობის აღსაკვეთად.

მოვითხოვთ ფაქტზე უსწრაფეს და სამართლიან გამოძიებას, დამოუკიდებელ ექსპერტიზას და გამოძიების დროს მინიმუმ ეს თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ დაკავებულ პოსტებზე.

არავის შევარჩენთ უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ გარდაცვალებას და არ შევარჩენთ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო ადამიანების შეწირვას და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: