საზოგადოება

მათ არ აინტერესებთ სიმართლე, უფრო სწორად, ეშინიათ, რადგან იციან, მათი პროპაგანდის სიცრუე გამოააშკარავდება

Nusagi

მიზანი ამართლებს საშუალებას! თუ მიზანი დიადი და ნათელია, ყველა საშუალების გამოყენება მისაღები და გამართლებულია ამ მიზნის მისაღწევად. დღეს ოპოზიციური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომ ხელისუფლება მოიპოვოს არაკონსტიტუციური გზით, რადგან ობიექტური მოცემულობა ისეთია, რომ სამართლიანი არჩევნებით მათთვის ხელისუფლების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია,-ამის შესახებ უფლებადამცველი ნანაკაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ყველა მიზეზი თუ საბაბი იქნას გამოყენებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად, ხოლო გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენა არ სურთ და ამიტომ წინასწარ აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ ექპსერტიზის დასკვნა და გამოძიების სხვა მასალები.

„მათ არ აინტერესებთ სიმართლე, უფრო სწორად, ეშინიათ სიმართლის, რადგან კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში მათი პროპაგანდის სიცრუე მალევე გამოააშკარავდება.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში ჟურნალისტების დარბევის დროს სხვებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ-1-ის 38 წლის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელსაც სახეზე და თვალზე ჰქონდა მიყენებული დაზიანება. 10 ივლისს ის საავადმყოფოდან გამოწერეს და 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპოზიციონერებმა და მათმა პარტიულმა ტელევიზიებმა მაშინვე დაიწყეს ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მართალია, დიდი ალბათობით ოპერატორი 5 ივლისს მიყენებული დაზიანებებისგან არ გარდაცვლილა, მაგრამ ეს გარდაცვალება სწორედ მისი ცემის ფაქტს უნდა მიებას. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი, არ უნდა ჩაუტარონ ექსპერტიზა გარდაცვლილის სხეულს, არ უნდა გამოიკვლიონ გარდაცვალებამდე მისი კონტაქტები, რადგან ეს ყველაფერი დიდი ალბათობით დაადასტურებს, რომ არავითარი კავშირი 5 ივლისს ოპერატორის ცემასა და 11 ივლისს მის გარდაცვალებას შორის არ არსებობს.

ეს ყველაფერი კარგად ესმით არა მხოლოდ ზემოხსენებული საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ საქართველოში წარმოდგენილ უცხო ქვეყნების ელჩებსაც, ამიტომ მათ უკვე დიაგნოზიც დასვეს და ფაქტობრივად, შეუერთდნენ ოპოზიციის მოთხოვნებს (ან პირიქით, ოპოზიცია ახმოვანებს მათ პოზიციას). აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა მშვიდობისკენ მოწოდების და ამ მოწოდების ბოლოს განაცხადა, რომ „ძალადობამ უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი“, ანუ მის მიერ უკვე გაგზავნილია მესიჯი, რომ 5 დღის წინ ნაცემი ოპერატორი, რომელსაც არავითარი გართულება არ ჰქონია და ამის გამო წინა დღით საავადმყოფოდანაც გამოწერეს, ცემიდან მეექვსე დღეს თურმე სწორედ იმ ცემის მიზეზით გარდაიცვალა.

სრულიად აშკარაა, რომ ამ მესიჯით აშშ-ს ელჩმა ფაქტობრივად რევოლუციას აუნთო მწვანე შუქი და ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართველმა ხალხმა კი არა, მან უნდა გადაწყვიტოს საქართველოში ხელისუფლების საკითხი. ვიღაცისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, ჩვენთვის კი სამარცხვინო და საშინელია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ყველაფრით, მათ შორის ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა, სიმართლის წინააღმდეგ ყველა ბინძური საშუალების გამოყენება, როდესაც ეს სიმართლე მათ ანგარებით მიზნებს თვალნათლივ წარმოაჩენს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ გვამებზე გადავლით ხელისუფლებისათვის მებრძოლების განზრახვებს და ოცნებებს ახდენა არ უწერია და საქართველოში ხელისუფლების საკითხს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“,-ნათქვამია საბჭოთა პერიოდის პატიმრების, ნანა კაკაბაძის, გელა ნიკოლაიშვილის და ტარიელ ღვინიაშვილის ერთობლივ განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: