სამართალი

სახ.ინსპექტორის აპარატი სწავლობს, რა გზით გახდა ცნობილი ლექსო ლაშქარავაზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები

Nusagi

სახელმწიფო ინსპექტორის აპარტი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებზეც გარე პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა.

ინსპექტორი მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ თავი გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.

“სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები – ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში” – ნათქვამია ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა პირადი სახის ინფორმაცია გარდაცვლილ ოპერატორზე. ინფორმაცია ეხებოდა წარსულში მასზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე შემაკავებელ ორდერს, რომელიც მას გამოუწერეს დედისა და დის ცემის გამო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: