სამართალი

შსს-ს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის„ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს შესთავაზეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს სცემეს, დღეს დილით საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: