პოლიტიკა

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც გნა­ხეთ, გა­ი­კე­თეთ რა ხვალ ტეს­ტი-ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

Nusagi

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­სა და ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცირ­და. ამის შესახებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაწერა.

“ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სურ­დო მა­წუ­ხებს და სა­ში­ნე­ლი სი­სუს­ტე მა­წუ­ხებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სურ­დო გა­ცი­ე­ბის შე­დე­გი იყო, რად­გან ზუს­ტად და­ემ­თხვა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ქვეშ ძილს. სი­სუს­ტეს და მუდ­მი­ვი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას, კი გა­დაწ­ვას ვუ­კავ­ში­რებ­დი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­უ­სუნ­თქა­ვად და მუდ­მი­ვად გა­მო­უ­ძი­ნებ­ლად მუ­შა­ო­ბამ და სტრეს­მა გა­მო­იწ­ვია. ბოლო დღე­ებ­ში შფოთვე­ბი, გან­წყო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ტვინ­ში ქა­ო­სიც, “მოშ­ნად გა­ი­ჩი­თა” ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ამა­საც იმ სტრესს კი არა და, სა­ვა­რა­უ­დოდ ტრავ­მას ვუ­კავ­ში­რებ­დი, ბოლო პე­რი­ოდ­ში რომ გა­ვი­ა­რე. თუმ­ცა მა­ინც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი “და­ცე­მის” ხა­რის­ხით. არ­ცერ­თი წა­მით არ და­მიშ­ვია კო­ვი­დი, სწო­რედ ამ ამ­ბე­ბის გამო და იმის გა­მოც, რომ მოხ­დი­ლიც მაქვს და ორ­ჯერ ვარ აც­რი­ლი. ისე მოხ­და, რომ სხვა ადა­მი­ანს გა­ყო­ლილ­მა, ბა­რემ იქვე მეც გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და და­დე­ბი­თი ვარ. ახლა და­ვა­კავ­ში­რე მთე­ლი ეს უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი იმ კო­ვი­დის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვა­რი წლის წინ გა­და­ვი­ტა­ნე. ახლა პირ­ველ რიგ­ში ვდარ­დობ ჩემს კონ­ტაქ­ტებ­ზე.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც გნა­ხეთ, გა­ი­კე­თეთ რა ხვალ ტეს­ტი. წი­ნა­ზე არა­ვის­თვის არ გა­და­მი­დია, მაგ­რამ ახლა რად­გან არც მი­ფიქ­რია, ბევრთან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, თან ამ მხრივ, რა­ნა­ი­რი აქ­ტი­უ­რი დღე­ე­ბი იყო. ასე­ვე ვდარ­დობ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც, რო­მე­ლიც ძლივს შე­ვა­კო­წი­წე და ჩე­მი­ვე არ­ჩე­ვა­ნით კი “დედა ვუ­ტი­რე”, მაგ­რა ახლა ამ გა­დაღ­ლილ-გა­დამ­წვარ-გა­მო­ფი­ტულ­ზე მე­ო­რედ კო­ვი­დი რო­გორ “წა­ი­ღებს”, მარ­თლა აღარ ვიცი.

ჯანმრთელობა ჩვენ ყველას!და ბარემ აქვე თანასწორობაც იყოს :))“,-“,-წერს ანა სუბელიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: