სამართალი

ექსპერტი: საზარდულის პროექციაში ინექციასთან მიმართებაში, კატეგორიული მსჯელობისგან თავს ვიკავებ, ველოდებით კვლევის შედეგებს

Nusagi

უკვე ცნობილია, რომ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის ექსპერტიზისთვის 3-4 კვირა დასჭირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პროცესში ტვ-პირველმა ჩართო, აცხადებს, რომ ცხედრის დათვალიერებას მასთან ერთად საია-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა. 

მისივე თქმით, გარეგანი დათვალიერებით ყურადღებას იპყრობდა სახის ციანოზი, პირთან ქაფნარევი სითხის კვალი, ასევე მარჯვენა დუნდულოს ზედა კვადრატში არაერთი ინექციის კვალი, რაც მიუთითებდა სამედიცინო მანიპულაციაზე. რაც შეეხება საზარდულის მიდამოებს, ამაზე კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„პაციენტს საკმაოდ ძლიერი ტკივილები ექნებოდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე უკეთდებოდა მორფინი სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება საზარდულის პროექციებს, საიდანაც კანი იქნა აღებული, თავს შევიკავებ კატეგორიული მსჯელობისგან ინექციასთან მიმართებაში, რადგან ველოდებით ჰისტოპათოლოგიური კვლევის შედეგებს“,-განაცხადა ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, ტვ-პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა სცემეს, გუშინ დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. როგორ „ნიუჰოსპიტალსში“ აცხადებენ, პაციენტს, რომელიც მათთან აქციაზე მიღებული ტრავმების გამო მკურნალობდა, სახლში გაწერისას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ოპერატორი მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, თუმცა შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ქუჩის კამერებზე აღბეჭდილია ლექსო ლაშქარავა, რომელიც გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად მოპედით სხვადასხვა ლოკაციებზე გადაადგილდებოდა, მათ შორის, დღის განმავლობაში, 2-ჯერ იმყოფებოდა ფონიჭალაში და სახლში ღამით სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: