სპორტი

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

Nusagi

„ევრო 2020“-ის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა. ფინალურ შეხვედრაში იტალიელებმა ინგლისი პენალტების სერიაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. მატჩი ლონდონში, „უემბლიზე“გაიმართა.

პირველი ტაიმი ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. ლუკ შოუმ გოლი მე-2 წუთზე გაიტანა. ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

შეხვედრის მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გაათანაბრა. დამატებით ტაიმებში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდა ვერ შეძლო, ამიტომ ჩემპიონობის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: