პოლიტიკა

ლევან მამალაძე: ასრულდა სააკაშვილის ოცნება – ჟურნალისტი გარდაიცვალა

Nusagi

ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, სამარცხვინო იქნება ეს ტრაგიკული შემთხვევა ვიღაცამ პოლიტიკური მიზნებისთვის რომ გამოიყენოს.

„ასრულდა სააკაშვილის ოცნება ჟურნალისტი გარდაიცვალა! მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მშობლებს და ახლობლებს! რამ გამოიწვია ლექსოს გარდაცვალება, ეს იყო თრომბო-ემბოლია თუ სხვა მიზეზით სიკვდილი, ექსპერტიზამ უნდა დადგინოს!

ფაქტია ერთია რომ „ტვ პირველის“ოპერატორი ძალადობის მსხვერპლი გახდა. სააკაშვილი დიდი ხანია ოცნებობდა ასეთ გარემოებაზე, რითაც შეძლებდა ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ჯერ კიდევ მარტში ვამხილე სააკაშვილი, ხელისუფლების ჩამოშლისთვის „ტვ პირველის“ გავლენიანი ჟურნალისტების შეწირვას რომ გეგმავდა! ყველას ემახსოვრება ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობის შესახებ, რამხელა აქციები ააგორა მიშამ, თუმცა ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ ფაქტთან! ახლაც იგივეს შეეცდება!

გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ვინ იყვნენ ლექსოზე თავდამსხმელები. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობაში სააკაშვილის დროიდან დავერბოვკებული ლგბტ აქტივისტები, დაქირავებული რადიკალები მონაწილეობდნენ და პროვოცირებას უკეთებდნენ ცემას! არსებული ჩანაწერების საფუძველზე ყველა მონაწილის იდენტიფიცირება გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს. ყველა დამნაშავე და მოძალადე უნდა დაისაჯოს“,- ამბობს ლევან მამალაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: