საზოგადოება

„მე ვიცი მხოლოდ ერთი აღლუმი, ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

Nusagi

,,მინდა, გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის ჩატარების. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია. მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა, ლგბტ თემის წარმომადგენლებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება მარშის სახით რუსთაველის გამზირზე არ ჩატარდება, რადგან ამას მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება, მთავრობა კი უმრავლესობის აზრს ითვალისწინებს.

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ მანამდე 3 დღის განმავლობაში, აბსოლუტურად შეუფერხებლად ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს. არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია.

მაგრამ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი, დემონსტრაციულად, პროპაგანდისტულს, მარშის სახით აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ვალდებული ვართ და ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა ყოველთვის წყვეტდა უმრავლესობის ბედს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: