ტექნოლოგია

მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში პირველად გაფრინდა

Nusagi

კომპანია Virgin Galactic-მა კვირას პირველი ტურისტული, სუბორბიტალური ფრენა შეასრულა რაკეტოპლანით, რომელშიც მისი დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი იმყოფებოდა.

ხომალდმა მიაღწია დაახლოებით 88 კილომეტრის სიმაღლეს და რამდენიმე წუთში დაშვება დაიწყო. მთლიანად ფრების ხანგრძლივობა ხომალდის აფრენიდან დაშვებამდე, დაახლოებით ერთ საათს შეადგენდა.

ბრენსონის გეგმის თანახმად, Virgin Galacticის კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ ორი საცდელი ფრენა ჩატარდება. თუ ისინი წარმატებული გამოდგება, მაშინ 2022 წელი კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად იქცევა. მაგრამ ბილეთების ფასი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის.

კოსმოსში გაფრენის დღეს, 11 ივლისს, რიჩარდ ბრენსონი მისმა მეგობარმა და კონკურენტმა, ილონ მასკმა, ინახულა.

SpaceX -მა, რომლის მფლობელია მეწარმე ილონ მასკი, თავისი პირველი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის მაისში გაუშვა, რითაც დაასრულა რუსეთზე NASA-ს დამოკიდებულება – ასტრონავტების ტრანსპორტირების საქმეში. საჰაერო-კოსმოსური გიგანტი Boeing -ი იმედოვნებს, რომ 2022 წლის დასაწყისში გაუშვებს ასტრონავტებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,012 ნახვა
%d bloggers like this: