საზოგადოება

„მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ხელისუფლების სათავეში ვინ უნდა იყოს“- კელი დეგნანი

Nusagi

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მწუხარებას გამოთქვამს „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ ეს შოკის მომგვრელი ტრაგედიაა.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და მოქალაქეების დასაცავად არსებობს ვალდებულება ეს ძალადობა აღიკვეთოს.

„მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკის მომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად.

ეს იყო შოკის მომგვრელი. ძალადობა ნებისმიერი ფორმით, არის მიუღებელი. ეს უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსები მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში, იქნება ეს უმცირესობისა თუ უმრავლესობის მხრიდან, არსებობს ვალდებულება მოქალაქეების დასაცავად და არსებობს ვალდებულება აღიკვეთოს ძალადობა – ეს არის ფუნდამენტური.

საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იდგეს ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: