პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები თუ დატოვებდნენ ტრიბუნას, უნდა მოსულიყვნენ ღარიბაშვილი და გომელაური, მაგრამ უარი განაცხადეს

Nusagi

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა კომუნიკაცია. ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა შესთავაზა ოპოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური მისულიყვნენ.

ელისაშვილის თმით, ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, დავსვათ კითხვები, რაც ვფიქრობ, ხალხი აწუხებს, აინტერესებს და რისი საშუალებაც აქ არ იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქცევა, მით უმეტეს იყო ერთგვარი მოლაპარაკება და შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ დღეს სხდომაზე მოსულიყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მათთვის კითხვები დაგვესვა. კატეგორიული უარი იყო. რა უფრო მნიშვნელოვანი, საყურადღებო იქნებოდა ხალხისთვის, მოსულიყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური, მათთვის კითხვები დაგვესვა, თუ გვენახა ის, რაც ვნახეთ.  უარი თქვეს მათ, ვინც ტრიბუნასთან იყვნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: