პოლიტიკა

საკუთარ ქვეყანას ესვრიან ტალახს, მერე სხდებიან ეთერებში და მოთქვამენ

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს, პარლამენტში შეჭრილი აგრესიული ჯგუფები არის ოპოზიციის ანტისისტემური ნაწილი.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ იმედი, რომ მეტ მხარდაჭერას მოიპოვებენ და ამიტომ, ერთადერთი გზა დარჩათ-დესტაბილიზაცია.

„ეს არის ანტისისტემური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნები წააგეს, ხელოვნური ბოიკოტი და საბოტაჟი წააგეს, და ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი დემოკრატიული გზით არ აქვთ, ამიტომ მათ აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, რომ დესტაბილიზაციითა და საბოტაჟით მიაღწიონ რამეს. ამ დარბაზს ახსოვს ასეთი რადიკალური ქმედებები.

ამ ადამიანს არ აქვთ მომავლის ხედვა, მომავლის რწმენა და არც იმის იმედი აქვთ, რომ მეტ მხარდაჭერას მიიღებენ და ამიტომ მიდიან ასეთი ტიპის დესტაბილიზაციაზე. საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, პარლამენტს ესვრიან ტალახს, აყენებენ შეურაცხყოფას. მერე სხდებიან ეთერებში და მოთქვამენ, რატომ არის ეს ქვეყანა ასეთი დაზიანებული. სწორედ ამიტომ, ეს არის ჩვენი ოპოზიციის ანტისისტემური ნაწილი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: