სამართალი

შსს: ოპერატორმა ნარკოტიკი ორთაჭალის ტყის მასივში მოიხმარა, ცუდად გახდა და მეგობარმა გამოიყვანა მდგომარეობიდან

Nusagi

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, “მორფინი”, “კოდეინი”, “ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, “პენტინი” და “მონოაცეტილმორფინი”. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება. ეს დასკვნა არის შუალედური“, – განაცხადა ჭელიძემ.

ბრიფინგზე მოხდა დეტალურად გასაჯაროება ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

„ალექსანდრე ლაშქრავა 15:30 სთ-ზე ფიქსირდება მის საცხოვრებელ მისამართაზე. რის შემდეგაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩაზე, შედის ერთ-ერთ აფთიაქში, ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. იგი ფონიჭალაში ჩადის 2-ჯერ, პირველად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით, შემდეგ მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალის მიმართულებით. ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. შემდეგ მეგობართან ერთად ბრუნდება ფონიჭალის მიმართულებით, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ისინი შეიძენენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ,ბრუნდებიან გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ჩვენებებზე დაყრდნობით, ალექსანდრე ლაშქარავა ზედოზირების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. ცდილობს, მოასულიეროს მეგობარი და მიმართავს ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნული ასახულია ვიდეოკამერაზე და ისმის ხმა.  კადრებში ლაშქარავას მეგობარი ითხოვს ე.წ. პრეპარატს ნარკანს. გარკვეული მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს მეგობრის მიყვანას სამედიცინო დაწესებულებაში, ბრუნდება მასთან და ცდილობს, დაეხმაროს, რასაც ახერხებს კიდეც. მოყავს უკან და მოპედით 23:16 სთ-ზე ბრუნდებიან დედა ენის ბაღში, სადაც ლაშქარავა კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. ეს ასევე ასახულია სამეთვალყურეო კამერებზე და მოწმეთა ჩვენებებით მტკიცდება. ამის შემდეგ ბრუნდება სახლში და გარე სათვალთვალო კამერებზე ჩანს, როგორ ადის მარტო სახლში. დაახლოებით დილის 6:00 სთ-ზე ოჯახის წევრები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლისას, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდება ექიმებს, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“,-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: