პოლიტიკა

ჩერგეოლეიშვილი კელი დეგნანს: თქვენ კრემლის საქმე გააკეთეთ!

Nusagi

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩს – კელი დეგნანს სოციალური ქსელით მიმართავს და აცხადებს, რომ ელჩი რუსულ საქმეს ემსახურება.

“სამწუხაროდ, თქვენც კრემლის საქმე გააკეთეთ, როცა:

ქართველებზე პომპეოს თანხმლებ პრესას უთხარით, რომ ჩვენ არჩევნებს სულ ვაყალბებთ და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

როცა ივანიშვილის რეჟიმის ნაცვლად, დემოკრატიული ოპოზიცია გატეხეთ და შინაარსისგან სრულიად დაცლილ, სამარცხვინო დოკუმენტზე ხელი მოაწერინეთ.

როცა 700 ათას ამომრჩეველს გამოუცხადეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ისტორიული ეროვნული თანხმობა გაფორმდა და ამით ისინი თამაშგარე დატოვეთ – და ამით დემოკრატიული პროცესისადმი პროდასავლური ამომრჩევლის ნდობას საფუძველი შეურყიეთ.

როცა ჭეშმარიტად პროდასავლური ძალების ოსტრაკიზება დაიწყეთ იმიტომ რომ ისინი თქვენს დღის წესრიგს ლეგიტიმურად არ ეთანხმებიან.

როცა იმ მიზეზით, რომ ქართულ პოლტიკაში “კარგი ბიჭები” არ არსებობენ  (და ამაში მეც გეთანხმებით – ვინცაა, ჯერ სუსტია), პრინციპების დაცვაზე თქვით უარი და მოძალადე იაკობთან პიეტეტით თავი დახარეთ.

მე ეს არ მიხარია, მაგრამ ეს ფაქტია და თუ თავისუფლება რამეს ნიშნავს, პირველ რიგში იმის მოსმენას, რისი მოსმენაც არ გსურთ.

ამ ქვეყანაში რაც მოხდება, ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ!

მაგრამ რეალობა ისაა, რომ თქვენც კრემლის საქმის გაკეთება გამოგივიდათ”, – წერს ჩერგოლეიშვლი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: