პოლიტიკა

ამ ოპოზიციამ ვერა და ვერ შეიგნო, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის, არ უნდა არეულობა

Nusagi

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ლელოს“ ინიციატივა ცოტა გაუგებარია, რადგანაც მთავრობის უნდობლობის გამოსაცხადებლად მართალია, 50 დეპუტატია საჭირო, მაგრამ მის გადასაყენებლად 76 ხმაა აუცილებელი. ანუ ამ პროცედურაში მაინც ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ექნება. ამიტომ გაუგებარია მათი ინიციატივა რა მიზანს ემსახურება.

მასე „ოცნებას“ ხელისუფლების გადაყენება რომ უნდოდეს, პრემიერი ღარიბაშვილი გადადგებოდა და მთავრობაც მიჰყვებოდა. თუმცა ამას მმართველი გუნდი არჩევნებამდე სამი თვით ადრე რატომ გააკეთებს, ეს ხომ არც ერთ პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. ძაბირაძისთვის ასევე გაუგებარია მედიის წარმომადგენლების განცხადებები და პრემიერის გადადგომის მოთხოვნა, თანაც ულტიმატუმის ენით. ამით ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევენ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებაში დაადანაშაულონ.

„უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება ვერ მოხდება. „ლელოს“ ინიციატივა პირველ რიგში, მმართველ გუნდთან შეთანხმებული უნდა იყოს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ ისევ პარლამენტის ბოიკოტირება მოხდეს, კვლავ 7 თვის უკანდელ სიტუაციაში დაგვაბრუნებს და ვერც ვერაფერს მივიღებთ. ამ ოპოზიციამ ვერა და ვერ შეიგნო, რომ ხალხს ქუჩა, არეულობა, დაპირისპირება, პარლამენტის ბოიკოტირება და ასე შემდეგ არ უნდა. ამიტომაც იგივე წრეზე წასვლა არაფერს მოუტანთ. საკუთარი შეცდომებიდან ვერ სწავლობენ. კი ბატონო, შეუძლიათ გადავიდნენ ისევ ამ რეჟიმში, მაგრამ აქედან რას მიიღებენ? დასავლეთისთვის ეს ბოიკოტი მიუღებელია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ისევ არ ექნებათ. ხალხი ქუჩაში არ გამოდის, არ უნდა არეულობა და აჰა, ისევ იგივე წრეზე იარონ“, – ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: