პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცმოძრაობამ, ლელოს დახმარებით, ისევ დესტრუქციული ქმედებები და არეულობა ჩაიფიქრა

Nusagi

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ დესტრუქციული ქმედებები და ქვეყნის არეულობა ჩაიფიქრა. ამ ყველაფერში კი მათ ხელს „ლელო“ უწყობს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ისევ იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. კვლავ ხალხის ნაკლები მხარდაჭერა და საკუთარი გეგმების ჩამოშლა ექნებათ. ისინი ისევ წარსულის სცენარებს იმეორებენ. „ნაციონალებმა“ პარლამენტის რამდენიმე წუთით ბოიკოტირება და მუშაობის შეფერხება შეძლეს, ხოლო სააკაშვილი იქიდან კვლავ მოუწოდებს, რომ კარგად მიაწვნენ.

„საზოგადოებიდან ისმის შეკითხვა, მაშ რატომღა უნდა შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მას არღვევს და თვალთმაქცობს? მმართველი პარტია ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. აქ სხვა მომენტია, რადგან ტექნიკური მთავრობის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება და უნდობლობის გამოცხადებას 75 დეპუტატი უნდა. ეს კი „ნაციონალებს“ არა აქვთ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს რაღაცა რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლიათ. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწლი, რომელიც ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ისმენს, ამ პოლიტიკური ჯგუფების გარშემო არ გაერთიანდებიან. ყვირილით და აგრესიით დაიცლებიან. ნახავენ, რომ საზოგადოება გარეთ არ გამოდის და დაიშლებიან. სხვა მეტი არანაირი რესურსი არა აქვთ. ესაა მათი წინასაარჩევნო ქმედებები, ხოლო ახტომის, ყვირილის და კივილის მეტი არაფერი არ შეუძლიათ“, – ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ რწმუნდება, რომ ეს დესტრუქცია მათ სასარგებლოდ არ სრულდება. პირიქით, მორიგი მსგავსი მცდელობის დროს მხარდამჭერებს კარგავენ. ანალიტიკოსის განცხადებით, აუცილებელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს და ექსპერტიზამ თქვას, რა არის ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი. თუმცა, როცა ოპოზიცია ამ დასკვნას არ უცდის, გამოდის, რომ ნაცოპოზიცია დაღუპულთა სახელებით ვაჭრობს. ეს კი ძალიან დასანანი ფაქტია, რადგანაც ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება დაუშვებელია. უბრალოდ, გარდაცვლილი ადამიანის სახელით დესტრუქციული ძალა არ უნდა სპეკულირებდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: