პოლიტიკა

მედიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დროს პერფორმანსი მოაწყვეს

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბრიფინგის დროს, „ფორმულას“ ჟურნალისტმა აქცია-პერფორმანსი მოაწყო და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც მოუწოდა, მასთან ერთად დამდგარიყვნენ.

მედიის წარმომადგენლები სამთავრობო ტრიბუნასთან, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გეგმავდა განცხადების გაკეთებას, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა განაცხადა, მაშინ, როდესაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ, არავის აქვს მორალური უფლება ტრიბუნასთან იდგეს.

“თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში. ის არის მოძალადე პრემიერ-მინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რასაკვირველია, უნდა დაისაჯონ,“- განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,060 ნახვა
%d bloggers like this: