პოლიტიკა

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა მათი დესტრუქცია და ამორალიზმი, პოლიტიკურ პასუხს ხალხისგან ოქტომბერში მიიღებენ

Nusagi

“დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა მათი დესტრუქცია და ამორალიზმი. პოლიტიკურ პასუხს ხალხისგან ოქტომბერში კვლავ მიიღებენ.” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, ფასადზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების გადმოფენა ქაოსისა და გაურკვევლობისკენ ქვეყნის წაყვანის მცდელობების კასკადსა და ტრაგედიით სპეკულირების რეალობას ვერ გადაფარავს:

“აი, ასეთ მომავალს გვთავაზობენ???!

ვიცი, ბევრი უსვამთ საკუთარ თავს კითხვას, რატომ არიან დაგეშილი ქვეყნის ჯანჯღარზე. ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის სურვილი აქვთ, თუ მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა მათი დავალება, მნიშვნელობა არ აქვს.

ფასადზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების გადმოფენა ქაოსისა და გაურკვევლობისკენ ქვეყნის წაყვანის მცდელობების კასკადსა და ტრაგედიით სპეკულირების რეალობას ვერ გადაფარავს.

დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა მათი დესტრუქცია და ამორალიზმი. პოლიტიკურ პასუხს ხალხისგან ოქტომბერში კვლავ მიიღებენ.” – წერს “ფეისბუქში” ტალიაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: