მედიცინა

საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულებში ინფიცირება 0.3%-ია, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია, რაც, მისი შეფასებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

“ბოლო პერიოდში ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს აცრას, თუკი მაინც დაინფიცირდება ადამიანი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ გვიცავს, ინფიცირება შეიძლება მაინც დადგეს, “ფაიზერის” შემთხვევაში, ეს არის 10%-ზე ნაკლები, სხვა ვაქცინის შემთხვევაში შეიძლება იყოს 15-20%, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა,” – აცხადებს თამარ გაბუნია. 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1862 შემთხვევა დაფიქსირდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,182 ნახვა
%d bloggers like this: