მედიცინა

„ჩვენ ერთად ვართ“ – ნიჭიერების ზეიმი მთაწმინდის პარკში

Nusagi

10 ივლისს, მთაწმინდის პარკში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-სა  და საზოგადოებრივი კოლეჯი  „პანაცეას“  ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით  „ჩვენ ერთად ვართ“.

საზოგადოებრივი კოლეჯი  „პანაცეას“  ახლადშექმნილმა ბენდმა  სახელწოდებით “The Pangels”, შეასრულა სიმღერები ლეგენდარული ბრიტანული გუნდის „ბითლზის“ რეპერტუარიდან. ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა სურმავამ ისაუბრა ბენდის შექმნის ისტორიაზე და დამსწრე საზოგადოებას პანაცეას უნიჭიერესი სტუდენტებისგან შემდგარი ბენდი წარუდგინა. 

ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა, რომლებმაც ასევე წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება და საზოგადოებას დაანახეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ის, რომ მათი შესაძლებლობები მართლაც განუსაზღვრელია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ   საზოგადოებრივი კოლეჯი  „პანაცეას“  სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე  მთაწმინდის პარკში მყოფი უცხოელი სტუმრები, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ შშმ პირების ნიჭიერებით და  ბენდის “The Pangels” მიერ შესრულებული სიმღერებით. 

„პანაცეას“ სტუდენტებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი  ექთნის ფიცი  სახელწოდებით – „პანაცეას ფიცი“,  რომელმაც დამსწრე საზოგადოების  დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

საზოგადოებრივი კოლეჯი  „პანაცეას“  ახლადშექმნილი ბენდი აგრძელებს საქველმოქმედო კონცერტების სერიას საქართველოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქველმოქმედო ფონდი „ავერსი ფარმა“, მთაწმინდის პარკი და საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: