პოლიტიკა

ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, , ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება

Nusagi

თბილისის მერის  განცხადებით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განხორციელებული ძალადობის გამო, ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, ის, რაც ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში. კატეგორიულად ვემიჯნებით ამას. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი იქნება მკაცრად დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ეს არ ვარგა, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო.

რაც შეეხება დამნაშავეებს, აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის წინაშე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 5 ადამიანი უსწორდება ერთ ადამიანს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული. ეს არ იყო ერთ კონკრეტულ ადგილზე შეკრება. სამწუხაროდ, ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის და დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მათ შორის, სასულიერო პირების ძალადობრივ მოწოდებებზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება.

„ალბათ, ამაზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები და თუნდაც განცხადებები. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, როგორც კალაძე ამბობს, მიმდინარე გამოძიებას სრულად ენდობა.

„გამოძიებას ვენდობი. დაველოდოთ საბოლოო გადაწვეტილებას, რომელიც იქნება გაკეთებული. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. გუშინ იყო შუალედური დასკვნა“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: