მედიცინა

ეკატერინე ტიკარაძე: ყველა შესაძლო IT სამსახური მუშაობს საიტზე ხარვეზის გამოსასწორებლად

Nusagi

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის ხარვეზებით მუშაობის გამო და კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესის შეფერხებისთვის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

როგორც ტიკარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა ვებგვერდი კიბერშეტევის გამო არ არის გათიშული.

“მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო… რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა”, – აცხადებს მინისტრი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,251 ნახვა
%d bloggers like this: