პოლიტიკა

უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება?

Nusagi

თუ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესია.

„როგორც იქნა, შვიდთვიანი პოლიტიკური კრიზისი დავასრულეთ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართვით მოხდა. ამოცანა იყო, შემდგომ არჩევნებამდე მივსულიყავით ისე, რომ იგივე კითხვები და ეჭვები არ გვქონოდა, რაც 2020 წლის არჩევნების მიმართ გვქონდა და მომდევნო არჩევნებს არსებული პარლამენტისთვის ან ნდობა მიეცა, ხოლო თუ ლეგიტიმაციას არ მოგვცემდა, 2022 წლისათვის ახალი არჩევნები დანიშნულიყო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რაც ახლა ოპოზიციას უნდა ჰქონდეს.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უნდათ შეცვალონ მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები? უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება? თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება, ჰქონდეს მსგავს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბის“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პროცესის დაწყებას კი, 50. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: