საზოგადოება

ძალიან დიდი ემოციები იყო, მადლობას ვუხდით უწმინდესს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო

Nusagi

ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ შვილის გათავისუფლბა დღეს მისთვის მოულოდნელი იყო.

მიხეილ გახელაძე მადლობას უხდის პატრიარქს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში.

„ემოციები ძალიან დიდი იყო, მთელი ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენს შვილს, მაგრამ ეს დიდი ემოციები შეიცვალა სიხარულით, წუთი წუთზე ველოდებით ჩვენს შვილს და დაგვიბრუნდება უვნებელი. არ ველოდებოდით, არ ვიცოდით, როდის გათავისუფლდებოდა, იმედები კი იყო, რომ მალე გაათავისუფლებდნენ. დიდ მადლობას ვუხდით უწმინდესსა და უნეტარესს, აგრეთვე ირაკლი ღარიბაშვილს, ყველას, ვინც ჩართული იყო“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: