პოლიტიკა

ხაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა

Nusagi

დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება“, „ოცნების“ ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“, – განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის“ გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ – ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ – ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო – საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ – ანა ხარებავამ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ – მრეწველების თავმჯდომარემ – ჯონდო კაპანაძემ და ფრაქცია „ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილემ – ემზარ მურჯიკნელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: