პოლიტიკა

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე

Nusagi

არავინ მოგცემთ უფლებას, წაგვართვათ დემოკრატია ქვეყნაში, არავინ გაგიფორმებთ ძალადობის უფლებას. დასავლელი პარტნიორები არიან ჟურნალისტების გვერდით და არავინ მოგცემთ უფლებას მართლმსაჯულება თქვენს მიერ მართულ კლანს ერთხელ და სამუდამოდ გაუფორმოთ, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათ ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შარლ მიშელის ოფისთან და ის, რომ ევროკომისია საუბრობს სანქციებზე, ეს შემთხვევით არ ხდება. მისი თქმით, შარლ მიშელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვა, საუბარი ექნებათ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დარღვევასა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ.

„შარლ მიშელის შეთანხმების აღსრულების მექანიზმმა მოქმედება დაიწყო. როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე, რომელიც დაუწესდება საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ არღვევენ შეთანხმებას. ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც სანქციები განიხილება: პირველი – ეს არის მართლმსაჯულების კლანისთვის გადაფორმება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, რაც არის საფუძველი სანქციების განხილვის. ევროკავშირი პირდაპირ საუბრობს მაკროფინანსური დახმარების შეჩერებაზე, თუ არ გასწორდა საქართველოში მართლმსაჯულება, ხოლო ამერიკის სახელმწიფო დეპრატამენტი პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მიგვანიშნებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობას სახელმწიფოში ჟურნალისტებზე, მოქალაქეებზე, ოპონენტებზე, დაიწყება პერსონალური სანქციების განხილვა აშშ-ის მხრიდან. ოღონდ, მიგვითითებენ, რომ სანქციები წინასწარ კი არ იქნება გაცხადებული, ვის რა დაუწესდება, გვეუბნებიან, რომ ყოველგვარი შეთანხმებებისა და წინასწარ საუბრების გარეშე შეიძლება გამოცხადდეს ეს სანქციები, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნებში,“ – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,210 ნახვა
%d bloggers like this: