პოლიტიკა

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის

Nusagi

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.

5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,141 ნახვა
%d bloggers like this: