სოციალური ქსელები და მედია

შსს-სთან მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს

Nusagi

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, 5-6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორების დასჯა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები სახელწოდებით „დაისაჯოს მოძალადე” ეჭირათ, რომელზეც მეუფე სპირიდონი, მეუფე ანტონი და „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები იყვნენ გამოსახული.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აქციის ორგანიზატორები დააკავონ, „ის ადამიანები, ვინც გასცემდნენ ბრძანებას და ახდენდნენ მოძალადე ჯგუფების გადაჯგუფებას“.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, რომლითაც „ალტ-ინფოს” წამყვანებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

„პროტესტი არ გაჩერდება, ხელისუფლების წარმომადგენლები სულ წნეხის ქვეშ იქნებიან, ასევე გვინდა პროკურატურას მივმართოთ განცხადებით, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება „ალტ-ინფოსთან” დაკავშირებით, რომელთა განცხადებებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ არ აქვთ დაწყებული განცხადების ხელმომწერი მედიები მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება და სამართალდამცავებმა შეისწავლონ „ალტ-ინფოს” საქმიანობა”, – აღნიშნა ნათია ტრაპაიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,776 ნახვა
%d bloggers like this: