Uncategorized

ჯანმოს ხელმძღვანელმა კორონავირუსის პანდემიიის მესამე ტალღის შესახებ განაცხადა

Nusagi

ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის ადრეულ ეტაპზეა.

მისი მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ზედიზედ მეოთხე კვირის განმავლობაში იზრდება. ამასთან, 10-კვირიანი ვარდნის შემდეგ კვლავ დაიწყო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატება.

„დელტა-შტამი ახლა 111 ქვეყანაში ფიქსირდება და ველით, რომ მალე ის მსოფლიოს მასშტაბით დომინანტი გახდება“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ამასთან, მან ხაზი ვაქცინების დისპროპორციულ გადანაწილებას გაუსვა, რის გამოც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კვლავ დაუცველი რჩება.

„მოწოდება გავაკეთე, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 10% უნდა იყოს აცრილი, წლის ბოლოსთვის სულ მცირე 40%, მომავალი წლის ზაფხულისთვის კი სულ მცირე 70%. ამ მიზნების მისაღწევად ვაქცინების 11 მილიარდი დოზა გვჭირდება“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,762 ნახვა
%d bloggers like this: