სამართალი

POSTV-მ TV-პირველის დამფუძნებლის დანაშაულებრივი წარსულის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა

Nusagi

POSTV–მ TV-პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის დანაშაულებრივი წარსულის შესახებ, ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელიც აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, 2000 წელს გავლენიანი ოჯახის საშუალებით, თავად გაექცა სამართალს, როდესაც 15 წლის ბიჭი, მამუკა ხიდაშელი ავტომობილით გაიტანა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ბავშვის დედა ყვება, რომ 2000 წლის 16 ივნისს შვილთან ერთად ტროტუარზე იდგა და შუქნიშანს ელოდებოდა, რომ ქუჩა გადაეჭრათ.

„ჩვენ კი ველოდებოდით შუქნიშანს, მაგრამ ის არ დაელოდა, უცბად გამოვარდა და ხელიდან გამტაცა ბავშვი. აისროლა მანქანაზე და რამდენიმე მეტრის იქით გადააგდო. დავინახე ჩემი შვილის ფეხები ჰაერში, ცალკე ფეხსაცმელი, ძალიან რთული მოსაყოლია. იმ წუთას ყველაფრის საშუალება მქონდა, თავის მოკვლისაც, მაგრამ იმ მომენტში ჩემს შვილს უნდოდა შველა. მანქანა ბოძზე იყო შემოხვეული, მაგრამ მე იმასთან არაფერი მესაქმებოდა, შვილის თავი მუხლებზე მედო და ვყვიროდი, ჩემს ქმარს დაურეკეთ მეთქი“,-ყვება გარდაცვლილი მოზარდის დედა.

სიუჟეტის თანახმად, იმ ავბედით დღეს ვატო წერეთელი დაცვის თანხლებით, არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა. შემთხვევა ბალნეოლოგიურ საავადმყოფოსთან მოხდა. კლინიკის დარაჯმა გამოძიებას ჩვენება მისცა და დეტალურად აღწერა ის, რაც დაინახა. სერგო კარაპეტიანის თქმით, დედა-შვილი გაჩერებასთან იდგა, ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან მერსედესის მარკის ავტომანქანა წინ მიმავალი ავტომობილის გასწრებას შეეცადა, რაც დროსაც ხაზი გადაკვეთა, მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ბავშვს დაეჯახა.

ერთი თვის შემდეგ სერგო კარაპეტიანმა ვატო წერეთლის მამხილებელი ჩვენება გადათქვა და განაცხადა, რომ არაფერი უნახავს და პირველ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები უცნობმა პირმა უამბო. ვატო წერეთლის სასარგებლო ჩვენებები მისცეს მისსავე დაცვის წევრებმა და საბოლოოდ, მოხდარი ტრაგედია მსხვერპლის დაუდევრობას დაბრალდა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ავტოტექნიკური ექპსპერტიზა ვატო წერეთლის დანაშაულზე მიუთითებდა, თუმცა სახელმწიფო მანქანამ მიჩქმალა, იმჟამინდელი მედია კი, ერთი ოჯახის ტრაგედიას გულგრილად მიუდგა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,242 ნახვა
%d bloggers like this: