უცხოური მედია

გერმანიაში წყალდიდობას, სულ ცოტა, 43 ადამიანი ემსხვერპლა – შემაძრწუნებელი კადრები (ვიდეო)

Nusagi

ციკლონ „ბერნდის“ მიერ გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო, რომელიც გერმანიას თავს დაატყდა, არვაილერის რაიონში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე 6 სახლი ჩამოინგრა, რამდენიმე შენობა კი ჩამონგრევის პირასაა. ამის შესახებ ფედერალური პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 15 ივლისს განაცხადა. დაზუსტებული მონაცემებით, გერმანიის დასავლეთში, რამდენიმე რაიონში, სულ ცოტა, 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ იტყობინება. სხვადასხვა მონაცემით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 30-იდან 60 ადამიანამდე.

კობლენცის პოლიციამ ამ რეგიონში 18 მსხვერპლის შესახებ განაცხადა, კიოლნის პოლიციამ – 20 მსხვერპლის შესახებ, მათგან 15 – ქალაქ ოისკირხენში. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობაა რაინისა და მისი შენაკადების ნაპირებზე მდებარე ბევრ ქალაქში.https://www.youtube.com/embed/H66dq54R9qQ?feature=oembed

ადამიანების დახმარების ოპერაციაში ვერტმფრენები ჩაერთო

გადაუღებელი ძლიერი წვიმებისა და მისგან გამოწვეული დატბორვის გამო არვაილერის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციის მონაცემებით, რამდენიმე ქალაქი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ადამიანები იძულებულები გახდნენ, თავიანთი სახლის სახურავზე დალოდებოდნენ მაშველებს. დაზარალებულთა დასახმარებლად ვერტმფრენები და 100-ობით ჯარისკაცი გაიგზავნა, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულ მოქალაქეებს მოხალისეებმა.

რამდენადაც არვაილერში სიტუაცია ძალიან სერიოზული რჩება, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ადამიანებს მოუწოდა, სახლში დარჩნენ და აუცილებლობის შემთხვევაში ზედა სართულებზე ავიდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,570 ნახვა
%d bloggers like this: