ჯანდაცვა

ისრაელმა საქართველო კოვიდ სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

Nusagi

ისრაელმა საქართველო, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი და თურქეთი კოვიდ სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ynet.co.il იუწყება.

ამ ქვეყნებიდან ჩასულ პირებს ისრაელში ერთკვირიან იზოლაციაში გაუშვებენ. ესპანეთთან საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება აკრძალული. შესაბამისი დადგენილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ასევე „წითელი ქვეყნების“ სიას მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ესპანეთი და ყირგიზეთი შეუერთდება. იქ ფრენა საერთოდ აკრძალულია. ამჟამად ამ სიაში არგენტინა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, ბელარუსი და უზბეკეთი შედიან.

გარკვეული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრებისთვის შეზღუდვების დაწესება ინდური, ე.წ. „დელტა“ შტამის შემთხვევების მატების გამო გადაწყდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: