სამართალი

2-საათიანი ჩხრეკის შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

Nusagi

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლის მეუღლე აცხადებს, რომ ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში, საცხოვრებელი სახლის 2-საათიანი ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიციამ სახლიდან მათთვის საჭირო ნივთები ამოიღო. 

კონკრეტულად რა ნივთებზეა საუბარი, ამას ზურაბ მახარაძის მეუღლე არ აკონკრეტებს, თუმცა “კურიერის” ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია ტექნიკა და გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

“დაახლოებით, დილის 9 საათი იყო, სამართალდამცავები რომ მოვიდნენ, სახლში მათ სტანდარტული პროცედურები – ჩხრეკა ჩაატარეს. ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები და წავიდნენ. ზურა, პროცედურულად, განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც ვხდები ჩხრეკასთან დაკავშირებით უნდა გააფორმონ წერილობითი დოკუმენტაცია. 5 პიროვნება ატარებდა პროცედურას, ჩხრეკა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,”- აცხადებს  “ალტ-ინფოს” დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის მეუღლე ლიკა კასრაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,522 ნახვა
%d bloggers like this: